ყველაზე მეტად ძალადობა ოჯახში რასაკვირველია ბავშვზე აისახება … ის უყურებს ამ საშინელ სიტუაციას და ფაქტიურად ჯოჯოხეთში ცხოვრობს , შემდეგ ამ აგრესიას უკვე გარეთ თავის წრეში ამჟღავნებს . უამრავი შემთხვევა ხდება თინეიჯერების ერთმანეთზე ძალადობაზე . წინა გაკვეთილზე სამოქალაქოს მასწავლებელმა რამდენიმე ვიდეო გვაჩვენა ასეთი შემთხვევების შესახებ , ყველაზე საშინელი იყო ის , რომ თბილისში ატენის უბნის მოზარდს გოგოს გულისთვის, ჩხუბი მოუვიდა ნახალოვკელ 16 წლის ბიჭთან და ეს ყველაფერი სიკვდილით დამთავრდა , მაგრამ ეს საქმე ასე დამალული არ დარჩა რადგან მოკლული ბიჭის მეგობრებმა მკვლელის უბანი დააშინეს , თუ ვინმე ნახალოვკაში მივიდოდა ყველა მოკვდებოდა , უფროსებიც კი ვეღარ ბედავდნენ სამსახურში წასვლას … ეს ამბავი 2007 წელს მოხდა , მაგრამ ვარაუდობენ რომ დღემდე გრძელდება .
მეორე შემთხვევა იყო ის , რომ 7 კლასელმა თავის თანაკლასელს 4 მძიმე ჭრილობა მიაყენა დანით სკოლაში , მას ეს დანაშაული არ ეკისრება რადგან კანონით 14 წლამდე ბავშვის დაკავება აკრძალულია , მაგრამ პასუხი მშობლებს მოსთხოვეს . როგორც ჩანდა სულაც არ უკრძალავდნენ დანის ტარებას 12 წლის ბავშვს . ამ მკვლელობის მიზეზი კი ბავშვის აგრესია იყო , რომელიც ოჯახში დაიწყო და მის გარეთ გამოვლინდა .
ასეთი შემთხვევები ჩვენს გარშემო ყოველდიურად ხდება რაც გამოწვეულია ოჯახში არასასიამოვნო სიტუაციის გამო … ასე რომ მშობლებო ( კარგებზე არ მაქვს საუბარი :დ ) იქნებ ხანდახან საკუთარ შვილებზე და მათ ინტერესებზეც იფიქროთ ხოლმე ? !
❤
კომენტარის დატოვება