ბოლო ერთი საათი გამარჯვებამდე !!!

31 მარ

არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს და ვის აირჩევენ , მაგრამ მინდა ყველას წარმატება გისურვოთ . რა თქმა უნდა მეც ძალიან მინდა  და სულ 1 საათი დარჩა ამ წარმატების მიღწევამდე , მაგრამ ყველას ვერ აირჩევენ … ძალიან არასასიამოვნო თემა მქონდა ” ძალადობა ” , მაგრამ ბევრი კუთხით მივუდექი და ბევრი სხვა რამ დავინახე . ყველას დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის და განსაკუთრებით თორნიკეს :დ … მე უკვე აღარ ვწერდი პოსტებს , რადგან ერთმა ბლოგერმა იმედი დამაკარგვინა , მაგრამ თორნიკეს წყალობით დღეს ერთად 7 პოსტი დავწერე და იმედი მომეცა . მან მითხრა რომ თუ წაიქეცი და შენ არ ეცადე ფეხზე აადგომა ვერ ადგებიო და მართალიცაა … ასე რომ , ვინც არ უნდა გაიმარჯვოს თავისი შრომით ექნება ეს მიღწევა .

♥  ყველას წინსვლას გისურვებთ ცხოვრებაში !!!

მეც მისურვეთ რა წარმატებები  ? ! 😀 😛

მავნე ჩვევები

31 მარ

 

ცივი იარაღი 

არასრულწლოვნების მიერ ცივი იარაღის ტარება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის მათ. უმეტეს შემთხვევაში არასრულწლოვანი გაუაზრებლად იყენებს მას, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება . ამდენად , ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების დაცვა ამ მავნე ჩვევისაგან და ასეთი შედეგების თავიდან აცილება . არასრულწლოვნის მიერ ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში დაზარალებულია ორივე მხარე და გამარჯვებული არავინაა . ცივი იარაღის ადვილად ხელმისაწვდომობამ შესაძელებელი გახადა , რომ არასრულწლოვნებს ჰქონდეთ ის , ამიტომაც საზოგადოებისთვის ეს მავნე ჩვევა სერიოზულ პრობლემად იქცა . საჭირო გახდა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან .

სათამაშო აპარატები

აზარტული თამაშები , ანუ თამაშები რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე , ტარდება ბანქოს დასტის , კამათლის , სათამაშო ბორბლის ან სათამაშო აპარატის მეშვეობით და მასში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა .

ჩემი აზრით მოთამაშე ადამიანის გვერდით ცხოვრება საშინელებაა … თამაში ნარკოტიკივითაა , მაგრამ ვფიქრობ რომ უარესია , რადგან მოთამაშე ადამიანი ფულის შოვნის მიზნით ყველას აწუხებს თავის ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს უმწარებს და ა.შ . , ხოლო ნარკომანი მხოლოდ თავის თავს იღუპავს .

თამბაქო

თამბაქო არის ნივთიერება , რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია , თუმცა როგორც ჩანს ამას ვერ იგებენ განსაკუთრებით კი თინეიჯერები. როგორც ჩემი კლასელები დარწმუნებული ვარ თქვენიც ყოველდღე ეწევიან , მე ვფიქრობ, რომ  ამით უნდათ სხვისი ყურადღება მიიქციონ . თამბაქო იწვევს უამრავ საშიშ დაავადებას მაგ : ციროზს ( ღვიძლის დაშლა )

     ნარკომანია

კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს ნარკოტიკულ საშუალებებს_ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ეპოვათისეთი მცენარეები ან ნივთიერებები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ტკივილის შემსუბუქებაში, დაღლილობის მოხსნაში, ერთფეროვნებისა და პრობლემების თავის დაღწევაში; სხვადასხვა ხალხში ოდითგანვე არსებობდა რელიგიურ რიტუალებში ამა თუ იმ ნარკოტიკის მოხმარების ტრადიცია.

მეოცე საუკუნეში მთეელ მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეული რეგიონის ლოკალურ პრობლემად ითვლებოდა. ამ სენით დაავადებულებს ნარკომანებს უწოდებენ და გულისხმობენ მათ, ვისაც არ შეუძლიათ ამა თუ იმ ნარკოტიკის გარეშე.

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულისგანადგურებამდე მიჰყავს . დღესდღეობით უამრავი ადამიანი იყენებს ნარკოტიკს . ზოგიერთ ქვეყანაში ის მისაღებია და აკრძალული არ არის … მაგრამ სახელმწიფო ასეთი ქცევით უამრავ ადამიანს ღუპავს .

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.

მომხმარებელთა ჯგუფები
ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის.

ნარკოტიკის ტიპები
ნარკოტიკებს აჯგუფებენ მათი წარმოშობისა და ორგანიზმზე მოქმედების დიაპაზონისა თუ ხარისხის მიხედვით. ცნობილია:
ოპიატები (მორფინი, პრომედოლი, ფენადოლი და სხვა);
ე. წ. მფრინავი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერებანი;
ფსიქოსტიმულატორები (ჩვეულებრივი სტიმულატორები);
კანაფის პრეპარატები (ჰაშიშური ნარკოტიკები);
ტკივილგამაყუჩებლები.

გამოყოფენ ნარკოტიკების მიღების რამდენიმე მიზეზს სოციალურს:
ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და ბოროტად გამოყენება;
ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა: რეალური პროფესიისა და სამუშაოს უქონლობა, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.
კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:
ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა;
ტრადიციულს:
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების რელიგიური თუ სხვა ტრადიცია;
ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:
ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;
უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;
თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;
ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);
უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;
თვითდესტრუქციული ქცევა;
ცნობისმოყვარეობა;
მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:
1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
3. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.
ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენული პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.

     

http://www.youtube.com/watch?v=SKvMjQsIyCc&feature=related

რასიზმი, ყველაზე აქტუალური თემა ძველ დროში …

31 მარ

რასიზმი იყო ყველაზე აქტუალური თემა ძველ დროში . ეს იყო ფერადკანიანი ხალხის განდევნა , მისი აღმოფხვრა მხოლოდ ინდოელმა მაჰათმა განდმა მოახერხა 1893 წელს , როცა ის იყო სამუშაოდ წასული სამხრეთ აფრიკაში ,რომელიც ინგლისის კოლონია იყო . განდი წააწყდა ინდოელთა წინააღმდეგ  რასიზმის სასტიკ გამოვლინებას და მტკიცად გადაწყვიტა ებძოლა თანამოძმეთა უფლებების დასაცავად . უამრავი დაპირისპირება გადაიტანა მან ამის ბოლომდე აღმოსაფხვრელად და დიდი ტანჯვის შემდეგ მოახერხა .

მეორე ადამიანი რომელიც ასევე ფერადკანიანთა უფლებებს იცავდა მარტინ ლუთერ კინგი იყო . 20 საუკუნის 1 ნახევარში ამერიკის სამხრეთ შტატებში ჯერ კიდევ ძლიერი იყო რასიზმის გამოვლინება . შავკანიანებისთვის უამრავი აკრძალვა იყო დაწესებული . კინგმა დაიწყო ფიქრი ორგანიზებულ არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე და სათავეში ჩაუდგა მოძრაობას , რომელიც სეგრეგაციის წინააღმდეგ იყო მიმართული . პირველი რაც მან მოიფიქრა , საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოიკოტი იყო . კინგმა მოუწოდა შავკანიანებს არ ჩამსხდარიყვნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში : “დაე , ყველა ერთმანეთს დაეხმაროს გადაადგილებაში , გინდხარები შეაბით , გინდ ველოსიპედით გადაადგილდით , მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით  არ ისარგებლოთ . აი ეს იყო კინგის მთავარი მოწოდება და თავის მიზანს მიაღწია . ლუთერის მოქმედებას საფუძვლად ედო სახარისებული ფორმულა : ” გიყვარდეთ თქვენი მტრები ”  .

ეს ყველაფერი 19 – 20 საუკუნეებში ხდებოდა , მაგრამ არის შემთხვევები, რომელიც ახლა 21 საუკუნეშიც მოხდა …

მაგ : ლივერპულის ურუგვაელმა თავდამსხმელმა პატრის ევრა ასეთი ფრაზით განგმირა: ” მე შავ ადამიანებთან” არ ვსაუბრობ”… ყოველივე ეს მიუღებლად მიიჩნიეს ასოციაციაში.  ამის გამო სუარესი 8 მატჩის გამოტოვებით და 40 000 დააჯარიმეს .  ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ევრამ მსაჯს მოახსენა, რომ მას სუარესმა ფეხი ჩაარტყა, ურუგვაელის მხრიდან კი მყისვე ესპანურად ასეთი ფრაზა გაისმა: “Porque tu eres negro” ( ”იმიტომ, რომ შენ შავი ხარ”).

აი ასეთი სულიერი ძალადობა ხდება 21 საუკუნეშიც კი.

 

სერიული მკვლელები

31 მარ

გაინტერესებთ საიდან იწყება ადამიანის მკვლელად და მოძალადედ ჩამოყალიბება ? რათქმა უნდა ყველა კითხვაზე ერთი პასუხი იქნება – მისი ოჯახიდან . მე გავეცანი უამრავი სერიული მკვლელის ბიოგრაფიას და მათი საშინელი ცხოვრება სწორედ ბავშვობიდან იწყება .

მე მინდა მოგიყვეთ ერთ–ერთ სერიულ მკვლელზე რომელიც რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს კლოუნი იყო , მაგრამ ამ ნიღბის უკან უსაშინლესი , უბოროტესი ადამიანი იდგა.  ეს იყო ჯონ უეინ გეისი , ამერიკელი სერიული მკვლელი და მოძალადე რომელმაც გააუპატიურა და მოკლა 33– ზე მეტი ბიჭი და ერთი ახალგაზრდა კაცი . მან დაწვა 26 თავისი მსხვერპლი , თავისივე სახლში . იგი დასჯილი იქნა 1994 წლის მაისში.

მოგვიანებით ჯონი ცნობილი გახდა როგორც “მკვლელი კლოუნი ” , იგი მიწვეული იყო საბავშვო დღესასწაულებზე და იცმევდა როგორც ” როგო კლოუნი ” .

იგი დაიბადა ჩიკაგოში , ხოლო პაპა პოლონელი ჰყავდა . პატარაობაში ზედმეტი წონა ჰქონდა , ამიტომ ყოველთვის ვარჯიშობდა . მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორ დასთან,  მაგრამ საკმაოდ მძიმე ურთიერთობა მამასთან , რომელიც მძიმე ალკოჰოლიკი იყო .

იგი ყოველთვის ძალადობდა საკუთარ ცოლ–შვილზე . პირველი ძალადობა გეისიზე მამისაგან იყო ტყავის ქამრით 4 წლის ასაკში , რომელმაც დაღი დაასვა ჯონის სულს. ამის შემდეგ უკვე 6 წლის ასაკში მან პირველად მოიპარა სათამაშო მეზობლის სახლიდან , დედამ მას დააძალა დაებრუნებინა ნივთი და მოეხადა ბოდიში . როდესაც ეს ამბავი დედამ მამას უთხრა , გრეისი ისევ სცემა ქამრით .

თინეიჯერობის ასაკში მამამისი განსაკუთრებული სისასტიკით ზრდიდა თავის ვაჟს . აი ასე ძალადობაში გაატარა მან თავისი ახალგაზრდობა , ფაქტიურად მას არ ჰქონია ბავშვობის ტკბილი მოგონებები .

აი ასე იწყება ყველა მოძალადის და მკვლელის ჩამოყალიბება… მე ვფიქრობ , რომ ეს არ არის არც ერთი ბავშვის ბრალი … აქაც მშობლები არიან დამნაშავეები :((

 

სურათი

რატომ სვამენ ახალგაზრდები ?

31 მარ

 

მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის კულტურებს შორის არსებული განსხვავებისა, ახალგაზრდების უმეტესობა იზრდება გარემოცვაში , სადაც ალკოჰოლის გამოყენება ცხობრების ნორმალურ წესად მიიჩნევა. მეტწილად ალკოჰოლის გამოყენება განიხილება , როგორც ლეგალური, სასიამოვნო ყოველდღიური მოვლენა. უმეტესი კულტურებისათვის ალკოჰოლი დღესასწაულებისა და ცერემონიების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ვაზის კულტურა საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი . გაბატონებულმა ტრადიციამ ჩვენი მოსახლეობა ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელთა ზომიერად მოხმარებას მიაჩვია. ლოთობა და ალკოჰოლიზმი , მით უმეტეს არასრულწლოვანთა შორის , საქართველოში უკანასკნელ ხანებამდე თითქმის უცნობი პრობლემა იყო . სამწუხაროდ , ეს პრობლემა ამჟამად ჩვენშიც საკმაოდ მწვავედ დგას . ამას ხელს უწყობს ზოგიერთი მავნე ტრადიციის არსებობაც , კერძოდ , უზომოდ გაზვიადებული და თავაშვებულ ღრეობად ქცეული ქორწილები, ქელეხები და სხვა . ღვინის ასეთ ფორმებში სმას თვალშეჩვეულკი მოზარდები ცდილობენ მიბაძონ უფროსებს, “ვაჟკაცობად” თვლიან ღვინის სმასა და ამგვარ ქეიფს და არცთუ ისე იშვიათად ნასვამ მდგომარეობაში ჩადიან დანაშაულს .

ახალგაზრდების უმრავლესობა სვამს მეგობრების წრეში და ალკოჰოლი წარმოადგენს ურთიერთობის ნაწილს . მუსიკა , ცეკვა , სპპორტი , დღესასწაულები ან უბრალოდ ” საჭორაოდ ” შეკრება –ღონისძიების ძირითადი მიზნებია , ხოლო ალკოჰოლი კი დამატებითი , მაგრამ არსებითი კომპონენტი . შეკრების ყოველი წევრი სვამს სუბიექტური მიზეზით და სხვადასხვა რაოდენობით . დათრობა ასეთ შეკრებებზე არა წინასწარ განზრახული, მაგრამ არცთუ იშვიათი მოვლენაა.

განსაკუთრებით საშიშია ენერგეტიკული სასმელი მოზარდებისათვის , რომლის რეგულარული სმა ფატალური შედეგებით მთავრდება … დანაშაულის ჩადენის ფაქტების 80 % სწორედ ნასვამ მდგომარეობაშია ჩადენილი !

      

 

Children drinking

თინეიჯერების ძალადობა !!!

31 მარ

ყველაზე მეტად ძალადობა ოჯახში რასაკვირველია ბავშვზე აისახება … ის უყურებს ამ საშინელ სიტუაციას და ფაქტიურად ჯოჯოხეთში ცხოვრობს , შემდეგ ამ აგრესიას უკვე გარეთ თავის წრეში ამჟღავნებს . უამრავი შემთხვევა ხდება თინეიჯერების ერთმანეთზე ძალადობაზე . წინა გაკვეთილზე სამოქალაქოს მასწავლებელმა რამდენიმე ვიდეო გვაჩვენა ასეთი შემთხვევების შესახებ , ყველაზე საშინელი იყო ის , რომ თბილისში ატენის უბნის მოზარდს გოგოს გულისთვის, ჩხუბი მოუვიდა  ნახალოვკელ 16 წლის ბიჭთან და ეს ყველაფერი სიკვდილით დამთავრდა , მაგრამ ეს საქმე ასე დამალული არ დარჩა რადგან მოკლული ბიჭის მეგობრებმა მკვლელის უბანი დააშინეს , თუ ვინმე ნახალოვკაში მივიდოდა ყველა მოკვდებოდა , უფროსებიც კი ვეღარ ბედავდნენ სამსახურში წასვლას … ეს ამბავი 2007 წელს მოხდა , მაგრამ ვარაუდობენ რომ დღემდე გრძელდება .

მეორე შემთხვევა იყო ის , რომ 7 კლასელმა თავის თანაკლასელს 4 მძიმე ჭრილობა მიაყენა დანით სკოლაში , მას ეს დანაშაული არ ეკისრება რადგან კანონით 14 წლამდე ბავშვის დაკავება აკრძალულია , მაგრამ პასუხი მშობლებს მოსთხოვეს . როგორც ჩანდა სულაც არ უკრძალავდნენ დანის ტარებას 12 წლის ბავშვს . ამ მკვლელობის მიზეზი კი ბავშვის აგრესია იყო , რომელიც ოჯახში დაიწყო და მის გარეთ გამოვლინდა .

ასეთი  შემთხვევები ჩვენს გარშემო ყოველდიურად ხდება რაც გამოწვეულია ოჯახში არასასიამოვნო სიტუაციის გამო … ასე რომ მშობლებო ( კარგებზე არ მაქვს საუბარი :დ ) იქნებ ხანდახან საკუთარ შვილებზე და მათ ინტერესებზეც იფიქროთ ხოლმე ? !

 

 

    

 

 

საყვარელი, მაგრამ “უბედური” მოხუცები

15 მარ

ამ თემის შესახებ დაწერა იმიტომ მინდოდა, რომ ძალიან მიყვარს მოხუცები მაგრამ როგორც ჩანს  ცუდად ექცევიან მათ . როცა 100 გრადუსი ცელსიუსს ვუყურე ძალიან მეტკინა გული , რადგან არ მეგონა თუ ასე ძალადობენ მოხუცებზე . ამის მიზეზი არ ვიცი თუ რა შეიძლება იყოს , მაგრამ ალბად ის რომ ახალგაზრდებს მოსწყინდათ მათი პატრონობა და მოვლა, თუმცა როგორ შეიძლება ასეთი საყავარელი (ულვაშებიანი) ადამიანები გავიმეტოთ. არ ვიცი  თქვენ რა შეხედულება გაქვთ ამის შესახებ, მაგრამ მათ ხომ ძალიან ცოტა დრო დარჩათ, ისინი ხომ ცხოვრების ბოლო წუთებით ტკბებიან. ის არ უნდა გაუკეთო სხვას რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ … დავფიქრდეთ იმაზე , როცა ჩვენ ვიქნებით მოხუცები როგორ მოგვექცევა ახალი თაობა …როცა ამ პოსტს ვწერდი ჩემი ძმა მოვიდა და ერთი სასაცილო ისტორია მომიყვა შევეცდები დაახლოებით მაინც მოგიყვეთ :

    ოჯახში დედა, მამა და შვილი სადილობდნენ ბებია კი გომურში (ღორის საჭმელ ჭურჭელში) იყო და იქ მიირთმევდა თავის განკუთვნილ საჭმელს … შვილმა ჰკითხა მამას , თუ რატომ ჭამდა ბებია იქ მამამ კი უთხრა , რომ ბებია უკვე მოხუცი იყო , მაშინ ბიჭი ადგა გარეთ გავიდა და თვითონაც დაიწყო ხისგან ამ ჭურჭლის გამოთლა, როდესაც მამამ ჰკითხა თუ ,რატომ აკეთებდა ამას მან უთხრა, რომ მშობლებიც მალე დაბერდებოდნენ და მათ უმზადება :დ

  ამიტომ დამიჯერეთ ჩვენ ყველას ცუდი ბედი გველის თუ მოხუცებზე ვიძალადებთ … 

მე არ მესმის როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი არსებები არ დავაფასოთ 

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

მე ♥ მოხუცები !!!

ძალადობა ბავშვებზე :((

29 თებ

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო აქ უამრავი ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი . ფსიქოლოგები ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ძირითად ფაქტორად ქვეყნისა და შესაბამისად ოჯახის ეკონომიკურ კრიზისს მიიჩნევენ . მათივე განცხადებით სოციალურად დაუცველ ადამიანს ფსიქიკა ერყევა , რაც სისასტიკის ჩადენის ალბათობას ზრდის . საქართველოში ყოველი მეხუთე ოჯახის წევრი ძალადობის მსხვერპლია . ამბობენ რომ არსებობს მათი დამცველი ორგანიზაციები, მაგრამ ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს ამ საკითხის აღმოფხვრა . ძალიან ბევრი ისტორია მსმენია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე და დამერწმუნეთ უმძიმესი მოსასმენია ცრემლმორეული პატარების საშინელი მოგონებები . : ((

ძალადობა ბავშვის გონებიდან არასოდეს იშლება , იგი სამუდამო დაღს ასვავს მის სულს …

xnDrlg926n4

ZE_Skq2CKHw

გენდერული თასანწორობა

18 დეკ

დღეს სკოლაში გვქონდა ქეას ტრენინგი ” გენდერულ თანასწორობაზე ” დავფიქრდი და მივხვდი რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის … ვფიქრობ, რომ საქართველოშო ეს არ არსებობს . კაცების მენტალიტეტიდან გამომდინარე ქალი უნდა იყოს სამზარეულოში და მას არ აქვს უფლება გაერთოს . მართალია რაღაც–რაღაცეებში საჭიროა რომ განსხვავდებოდნენ კაცები ქალებისგან , მაგრამ იმიტომ რომ კაცი ფიზიკურად ძლიერია არ უნდა ისარგებლოს და იძალადოს სუსტ სქესზე . სწორედ ამიტომ ხდება ქალი მამაკაცის მსხვერპლი რასაც სასტიკად არ ვეთანხმები !!!

” სპორტი ” ჯანსაღი გართობა

3 დეკ

მაპატიეთ დაკარგვისთვისს :*** ინტერნეტი არ მქონდა, მაგგრამ ეხლა ისევ შემოგიერთდებით … გადავწყვიტე  დამეწერა ჯანსაღი გართობის შესახებ , რადგან ვთვლი , რომ ძალიან საინტერესო თემაა  , განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის ვისაც პრობლემები აქვთ ოჯახში . მათ შეუძლიათ ყურადღება გადაიტანონ სწორედ სპორტის სხვადასხვა სახეობებზე . ის მათ ამხიარულებს და ასევე სასარგებლოა ფიზიკური განვითარებისთვის , ასევე  ძალიან ბევრი სპორტსმენია ვინც უდიდეს წარმატებას მიაღწია. თავისი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე მაინც იშრომა და კეთილ გზას დაადგა , მაგრამ არის საპირისპირო შემთხვევბი და დამიჯერეთ ასეთი შემთხვევები ბევრად მეტია… უმეტესობა ბავშვებისა , ვისაც აქვს ოჯახური პრობლემები მიმართავენ  მავნე ჩვევებს და თავს იღუპავენ .. ეს ბოლოს სავალალო შედეგებით მთავრდება , ამიტომ ახალგაზრდებო გირჩევთ სპორტს მიმართოთ :**

არსებობს უამრავი  სახეობა და გემოვნებიდან გამომდინარე ყველას სხვადასხვა მათგანი დააინტერესდება. მე მაგალითად ყველა მათგანი მიყვარს მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთი და ფრენბურთი , ( ფეხბურთს კარგად ვერ ვთამაშობ : (( )  … თქვენ კი ყველამ თქვენთვის საინტერესო სპორტი უნდა აირჩიოთ და ვინ იცის იქნებ თქვენც გაგიღიმოთ ბედმა და სპორტის ვარსკვლავი გახდეთ ❤ **

 

volleyball

 

The BesT ShoT

ice-skating

 

ცეკვა , ასევე კარგი საშუალებაა ჯანსაღი გართობისა  …

the Best dancers :**

 

Les twins

 

BeoNce