სურათი

რატომ სვამენ ახალგაზრდები ?

31 მარ

 

მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის კულტურებს შორის არსებული განსხვავებისა, ახალგაზრდების უმეტესობა იზრდება გარემოცვაში , სადაც ალკოჰოლის გამოყენება ცხობრების ნორმალურ წესად მიიჩნევა. მეტწილად ალკოჰოლის გამოყენება განიხილება , როგორც ლეგალური, სასიამოვნო ყოველდღიური მოვლენა. უმეტესი კულტურებისათვის ალკოჰოლი დღესასწაულებისა და ცერემონიების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ვაზის კულტურა საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი . გაბატონებულმა ტრადიციამ ჩვენი მოსახლეობა ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელთა ზომიერად მოხმარებას მიაჩვია. ლოთობა და ალკოჰოლიზმი , მით უმეტეს არასრულწლოვანთა შორის , საქართველოში უკანასკნელ ხანებამდე თითქმის უცნობი პრობლემა იყო . სამწუხაროდ , ეს პრობლემა ამჟამად ჩვენშიც საკმაოდ მწვავედ დგას . ამას ხელს უწყობს ზოგიერთი მავნე ტრადიციის არსებობაც , კერძოდ , უზომოდ გაზვიადებული და თავაშვებულ ღრეობად ქცეული ქორწილები, ქელეხები და სხვა . ღვინის ასეთ ფორმებში სმას თვალშეჩვეულკი მოზარდები ცდილობენ მიბაძონ უფროსებს, “ვაჟკაცობად” თვლიან ღვინის სმასა და ამგვარ ქეიფს და არცთუ ისე იშვიათად ნასვამ მდგომარეობაში ჩადიან დანაშაულს .

ახალგაზრდების უმრავლესობა სვამს მეგობრების წრეში და ალკოჰოლი წარმოადგენს ურთიერთობის ნაწილს . მუსიკა , ცეკვა , სპპორტი , დღესასწაულები ან უბრალოდ ” საჭორაოდ ” შეკრება –ღონისძიების ძირითადი მიზნებია , ხოლო ალკოჰოლი კი დამატებითი , მაგრამ არსებითი კომპონენტი . შეკრების ყოველი წევრი სვამს სუბიექტური მიზეზით და სხვადასხვა რაოდენობით . დათრობა ასეთ შეკრებებზე არა წინასწარ განზრახული, მაგრამ არცთუ იშვიათი მოვლენაა.

განსაკუთრებით საშიშია ენერგეტიკული სასმელი მოზარდებისათვის , რომლის რეგულარული სმა ფატალური შედეგებით მთავრდება … დანაშაულის ჩადენის ფაქტების 80 % სწორედ ნასვამ მდგომარეობაშია ჩადენილი !

      

 

Children drinking