Archive | Uncategorized RSS feed for this section

,, მიყვარხარ დედიკო,,

12 ნოე

ეს სამწუხარო ამბავი პატარა გარიბ გოგონაზეა მან ტავის დედას უთხრა რომ მისი პომადით რაღაცეები დაწერა ფურცლებზე,აღშფიოთებულმა დედამ ბავშვს გაუგონარი სისასტიკიდ დაუწყო ცემა რის შედეგსაც ხედავთ,უკვე მანილას საავადმყოფოში ,,დედამ,, ბოდიში მოიხადა და ბავშბვს სთხოვა თვალები გაეხილა,თუმცა უკვე გვიანი იყო,მისმა პატარა გულმა ძგერა შეწყვიტა. სახში დაბრუნებულმა ქალმა საძინებელში ფურცლები აღმოაჩინა რომლებზეც პომადით ეწერა,, მიყვარხარ დედიკო,, = ((

ეთო გვარამაძის წყარო :)) :*     http://luckychild.wordpress.com/2011/11/11/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D/

კრიმინალი

10 ნოე

ძალიან ბევრი კრიმინალის ბიოგრაფიის შესახებ წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათი ოჯახიდან დაიწყო ეს ყველაფერი მაგ: რუსი კრიმინალის ბორის გუსაკოვის კრიმინალად ჩამოყალიბება ოჯახიდან დაიწყო , მასზე წერენ რომ დაიბადა ალკოჰოლიზმით დაავადებულ ოჯახში ამიტომ მასაც გამოყვა სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები . სწორედ აქედან დაიწყო მისი კრიმინალად ჩამოყალიბება .ასევე დაიწყო ანდრეი ჩიკატილოს ცხოვრებაც ოღონდ განსხვავება ის იყო რომ იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა .

ყველაზე მეტად კი გამაკვირვა კრიმინალმა ოჯახმა რომლის დანაშაულებში არასრულწლოვანი ბავშვებიც კი მონაწილეობდნენ . ისინი თავს ასაღებდნენ მკურნალებად და მსხვერპლს სახლში იტყუებდნენ . სახლში ჰქონდათ ერთი ოთახი, რომელსაც ტიხარი ჰქონდა , ერთ მხარეს მდიდარი ადამიანები შეჰყავდათ მეორე მხარეს კი ღარიბები . ჩასვავდნენ სავარძელში უკნიდან კი ოჯახის სხვა წევრები ხშირად კი ბავშვები ბლაგვ საგანს არტყავდნენ და კლავდნენ … შემდეგ ძარცვავდნენ და ამავე სახლის ბაღში მარხავდნენ … (ძალიან მაინტერესებს პოლიცია არ იყოო ? როცა უჩინარდებოდნენ ეს ადამიანები არავინ იძიებდა ამ საქმეს? )

მაგრამ ბოლოს წავიკითხე ამ “ზღაპრის” დასასრული .

1873 წლის გაზაფხულზე, ბენდერების სასტუმროში გაჩერდა დოქტორი უილიამ იორკი. გამომგზავრებამდე დოქტორმა იორკმა თავის ძმას დაუბარა რომ ბენდერების სასტუმროში გაჩერებას აპირებდა.

1873 წლის 4 მაისს მას შემდეგ რაც დოქტორი იორკი სახლში არ დაბრუნდა, მისი ძმა პოლკოვნიკი იორკი მივიდა ბენდერების სასტუმროში და თავისი ძმა იკითხა, ბენდერებმა უპასუხეს რომ ის არ გაჩერებულა მათთან და შესაძლოა ის გზად ინდიელებს გადაყროდა. პოლკოვნიკისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა ბენდერების ვერსია და მან სასტუმროში სადილად დარჩენა გადაწყვიტა.

სადილის შემდეგ პოლკოვნიკმა იორკმა ოთახში, ძირს დაგდებული ოქროს მედალიონი შენიშნა, როდესაც მან მედალიონი გახსნა იქ მისი ძმის ქალიშვილისა და მეუღლის სურათი ნახა. პოლკოვნიკი ჩუმად გაიპარა და მეორე დილას დაბრუნდა შერიფის და რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, მაგრამ ბენდერები იქ აღარ დახვდათ, ისინი გაიქცნენ.

ჩხრეკის შედეგად ბენდერების მიწაზე აღმოაჩინეს 12 გვამი.

დღემდე უცნობია რა ბედი ეწია ბენდერების ოჯახს, გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ სოფლის მაცხოვრებლებმა ისინი დაიჭირეს და დახვრიტეს, ქეითი ცოცხლად დამარხეს, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება.

ქეითი მთავარი კრიმინალი ამ ოჯახში .

გართობა :))

9 ნოე

ეხლა ცოტა სახალისო თემაზე გადავიდეთ მგონი ცოტა დაგღალეთ ჩემი ძალადობით D:D  საუბარი მინდა იმაზე თუ როგორ  ერთობა ახალგაზრდობა … მინდა შევადარო დღევანდელი , ჩვენი მშობლების გართობას . იმით დავიწყებ,რომ  მათ არ ჰქონდათ კომპიუტერები, რომელიც ყველაზე აქტუალური გართობაა ჩვენს დროში . დარწმუნებული ვარ ყველას აქვს კომპიუტერი და მთელი დღე თვალები გვტკივა მისი ყურებით ,მაგრამ არის გართობის სხვა საშუალებებიც კლუბები, ბარები,ღონისძიებები და სხვა. მე ძალიან მომწონს flashmob-ი რომელსაც დიდი ხალისით ვუყურებ და სურვილი მაქვს მეც ჩავერთო ამ აქტივობაში, მაგრამ ამის განხორციელების საშუალება ჯერ არ მომცემია 😦

ძალადობის მიზეზი!

9 ნოე

ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე თუ რა იწვევს ოჯახურ კონფლიქტს და ამას ძალიან ბევრი მიზეზი მოეძებნება , პირველ ადგილზეა ეკონომიური მხარე , კაცის უმუშევრობა ხშირად გამოწვეულია გაუნათლებლობის ან ასაკის გამო, ამიტომ კაცი იწყებს სმას , ქურდობას , ნარკოტიკის მოხმარებას , ამ მდგომარეობაში კი ის ძალიან საშიშია და სწორედ ასეთი “სამყაროს მოწყვეტილი” ადამიანი ძალადობს ოჯახის წევრებზე.

   მოკლედ რომ ვვთქვათ , ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვივითაა გადაბმული. ჩვენ კი უნდა შევეცადოთ სულ მცირედით მაინც დავეხმაროთ იმ ადამიანებს ვისაც ეს პრობლემები აქვს .  :)) 

     

სიღარიბე … აქტუალური პრობლემა

8 ნოე

    იცით ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვენ საკმარისზე მეტი გაგვაჩნია სურვილების დასაკმაყოფილებლად, აბა გადავხედოთ  ირგვლივ სხვა ბავშვებს ისინი როგორ ცხოვრობენ … უამრავი მათხოვარი ბავშვია, რომელთაც საჭმლის ფულიც კი არ აქვთ.

    ხშირად მეც ვფიქრობ,რომ რაღაც არ მაქვს, მაგრამ ამ ვიდეო რგოლის ნახვამ სრულიად დამარწმუნა იმაში, რომ  ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს … ამაში კი თქვენც დამეთანხმებით როდესაც მას  იხილავთ . 

   http://www.myvideo.ge/?video_id=1138550 

      

როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვის ფსიქიკის შერყევა ?

8 ნოე

პირველ რიგში ბავშვიზე ყურადღება უნდა იკისრონ მშობლებმა,  თვითონ  ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის განათლება ,  თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ასეთ საქციელს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრმა მათგანმა ამის შესახებ არ იცის , ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა შევქმნათ გაერთიანებები , რომლებიც ჩაუტარებენ ტრენინგებს როგორც მოზარდებს ასევე მშობლებსაც .

მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ყველა მოზარდისგან მივიღო სხვა მოსაზრებები , რომლებიც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება გავერთიანდეთ და ერთად გადავჭრათ  პრობლემა, რითაც დავეხმარებით მოზარდებს.

რა მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე ?

8 ნოე

მე ავირჩიე ის თემა , რომელიც პირველ ადგილზეა იმ პრობლემათა შორის ,რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უხეშად რომ ვთქვათ ” კრიმინალად” ჩამოყალიბებას . ეს არის ოჯახური ძალადობა. ოჯახური კონფლიქტი ყველაზე მეტად ბავშვის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე მოქმედებს.სწორედ ამ დროს მიდის ბავშვი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გაერიდოს თავის ეგრეთწოდებულ “ჯოჯოხეთურ” ცხოვრებას და სხა სამყარო შეიქმნას მავნე ჩვევების დახმარებით, მაგრამ მოზარდმა არ იცის რა შეიძლება მოჰყვეს მის დაუფიქრებელ ქმედებას.