სერიული მკვლელები

31 მარ

გაინტერესებთ საიდან იწყება ადამიანის მკვლელად და მოძალადედ ჩამოყალიბება ? რათქმა უნდა ყველა კითხვაზე ერთი პასუხი იქნება – მისი ოჯახიდან . მე გავეცანი უამრავი სერიული მკვლელის ბიოგრაფიას და მათი საშინელი ცხოვრება სწორედ ბავშვობიდან იწყება .

მე მინდა მოგიყვეთ ერთ–ერთ სერიულ მკვლელზე რომელიც რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს კლოუნი იყო , მაგრამ ამ ნიღბის უკან უსაშინლესი , უბოროტესი ადამიანი იდგა.  ეს იყო ჯონ უეინ გეისი , ამერიკელი სერიული მკვლელი და მოძალადე რომელმაც გააუპატიურა და მოკლა 33– ზე მეტი ბიჭი და ერთი ახალგაზრდა კაცი . მან დაწვა 26 თავისი მსხვერპლი , თავისივე სახლში . იგი დასჯილი იქნა 1994 წლის მაისში.

მოგვიანებით ჯონი ცნობილი გახდა როგორც “მკვლელი კლოუნი ” , იგი მიწვეული იყო საბავშვო დღესასწაულებზე და იცმევდა როგორც ” როგო კლოუნი ” .

იგი დაიბადა ჩიკაგოში , ხოლო პაპა პოლონელი ჰყავდა . პატარაობაში ზედმეტი წონა ჰქონდა , ამიტომ ყოველთვის ვარჯიშობდა . მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ორ დასთან,  მაგრამ საკმაოდ მძიმე ურთიერთობა მამასთან , რომელიც მძიმე ალკოჰოლიკი იყო .

იგი ყოველთვის ძალადობდა საკუთარ ცოლ–შვილზე . პირველი ძალადობა გეისიზე მამისაგან იყო ტყავის ქამრით 4 წლის ასაკში , რომელმაც დაღი დაასვა ჯონის სულს. ამის შემდეგ უკვე 6 წლის ასაკში მან პირველად მოიპარა სათამაშო მეზობლის სახლიდან , დედამ მას დააძალა დაებრუნებინა ნივთი და მოეხადა ბოდიში . როდესაც ეს ამბავი დედამ მამას უთხრა , გრეისი ისევ სცემა ქამრით .

თინეიჯერობის ასაკში მამამისი განსაკუთრებული სისასტიკით ზრდიდა თავის ვაჟს . აი ასე ძალადობაში გაატარა მან თავისი ახალგაზრდობა , ფაქტიურად მას არ ჰქონია ბავშვობის ტკბილი მოგონებები .

აი ასე იწყება ყველა მოძალადის და მკვლელის ჩამოყალიბება… მე ვფიქრობ , რომ ეს არ არის არც ერთი ბავშვის ბრალი … აქაც მშობლები არიან დამნაშავეები :((

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: