მავნე ჩვევები

31 მარ

 

ცივი იარაღი 

არასრულწლოვნების მიერ ცივი იარაღის ტარება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის მათ. უმეტეს შემთხვევაში არასრულწლოვანი გაუაზრებლად იყენებს მას, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება . ამდენად , ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების დაცვა ამ მავნე ჩვევისაგან და ასეთი შედეგების თავიდან აცილება . არასრულწლოვნის მიერ ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში დაზარალებულია ორივე მხარე და გამარჯვებული არავინაა . ცივი იარაღის ადვილად ხელმისაწვდომობამ შესაძელებელი გახადა , რომ არასრულწლოვნებს ჰქონდეთ ის , ამიტომაც საზოგადოებისთვის ეს მავნე ჩვევა სერიოზულ პრობლემად იქცა . საჭირო გახდა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან .

სათამაშო აპარატები

აზარტული თამაშები , ანუ თამაშები რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე , ტარდება ბანქოს დასტის , კამათლის , სათამაშო ბორბლის ან სათამაშო აპარატის მეშვეობით და მასში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა .

ჩემი აზრით მოთამაშე ადამიანის გვერდით ცხოვრება საშინელებაა … თამაში ნარკოტიკივითაა , მაგრამ ვფიქრობ რომ უარესია , რადგან მოთამაშე ადამიანი ფულის შოვნის მიზნით ყველას აწუხებს თავის ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს უმწარებს და ა.შ . , ხოლო ნარკომანი მხოლოდ თავის თავს იღუპავს .

თამბაქო

თამბაქო არის ნივთიერება , რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია , თუმცა როგორც ჩანს ამას ვერ იგებენ განსაკუთრებით კი თინეიჯერები. როგორც ჩემი კლასელები დარწმუნებული ვარ თქვენიც ყოველდღე ეწევიან , მე ვფიქრობ, რომ  ამით უნდათ სხვისი ყურადღება მიიქციონ . თამბაქო იწვევს უამრავ საშიშ დაავადებას მაგ : ციროზს ( ღვიძლის დაშლა )

     ნარკომანია

კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს ნარკოტიკულ საშუალებებს_ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ეპოვათისეთი მცენარეები ან ნივთიერებები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ტკივილის შემსუბუქებაში, დაღლილობის მოხსნაში, ერთფეროვნებისა და პრობლემების თავის დაღწევაში; სხვადასხვა ხალხში ოდითგანვე არსებობდა რელიგიურ რიტუალებში ამა თუ იმ ნარკოტიკის მოხმარების ტრადიცია.

მეოცე საუკუნეში მთეელ მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეული რეგიონის ლოკალურ პრობლემად ითვლებოდა. ამ სენით დაავადებულებს ნარკომანებს უწოდებენ და გულისხმობენ მათ, ვისაც არ შეუძლიათ ამა თუ იმ ნარკოტიკის გარეშე.

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულისგანადგურებამდე მიჰყავს . დღესდღეობით უამრავი ადამიანი იყენებს ნარკოტიკს . ზოგიერთ ქვეყანაში ის მისაღებია და აკრძალული არ არის … მაგრამ სახელმწიფო ასეთი ქცევით უამრავ ადამიანს ღუპავს .

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.

მომხმარებელთა ჯგუფები
ნარკომანია უმთავრესად გავრცელებულია 35 წლამდე ასაკის ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს შორის, თუმცა შეიმჩნევა მომხმარებელი ქალების რაოდენობის მატებაც. საგანგაშო ის არის, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. მართალია, ნარკომანია უმთავრესად ქალაქების პრობლემაა, მაგრამ ბოლო ხანს მისდამი ლტოლვა ქალაქებიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც გაიზარდა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7% შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%. 46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის.

ნარკოტიკის ტიპები
ნარკოტიკებს აჯგუფებენ მათი წარმოშობისა და ორგანიზმზე მოქმედების დიაპაზონისა თუ ხარისხის მიხედვით. ცნობილია:
ოპიატები (მორფინი, პრომედოლი, ფენადოლი და სხვა);
ე. წ. მფრინავი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერებანი;
ფსიქოსტიმულატორები (ჩვეულებრივი სტიმულატორები);
კანაფის პრეპარატები (ჰაშიშური ნარკოტიკები);
ტკივილგამაყუჩებლები.

გამოყოფენ ნარკოტიკების მიღების რამდენიმე მიზეზს სოციალურს:
ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და ბოროტად გამოყენება;
ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა: რეალური პროფესიისა და სამუშაოს უქონლობა, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.
კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:
ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა;
ტრადიციულს:
საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების რელიგიური თუ სხვა ტრადიცია;
ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:
ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;
უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;
თანატოლების წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;
ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აგზნებადობა, მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი);
უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;
თვითდესტრუქციული ქცევა;
ცნობისმოყვარეობა;
მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:
1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა თავყრილობის დროს ერთდროულ გამოყენებას;
3. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.
ეს ნარკომანიის პირველადი მიზეზებია, მისი საბოლოო მიზეზი კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი შეხედულება, რომ მძიმე წუთებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება იწყება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენული პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.

     

http://www.youtube.com/watch?v=SKvMjQsIyCc&feature=related

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: