ამ თემის შესახებ დაწერა იმიტომ მინდოდა, რომ ძალიან მიყვარს მოხუცები მაგრამ როგორც ჩანს ცუდად ექცევიან მათ . როცა 100 გრადუსი ცელსიუსს ვუყურე ძალიან მეტკინა გული , რადგან არ მეგონა თუ ასე ძალადობენ მოხუცებზე . ამის მიზეზი არ ვიცი თუ რა შეიძლება იყოს , მაგრამ ალბად ის რომ ახალგაზრდებს მოსწყინდათ მათი პატრონობა და მოვლა, თუმცა როგორ შეიძლება ასეთი საყავარელი (ულვაშებიანი) ადამიანები გავიმეტოთ. არ ვიცი თქვენ რა შეხედულება გაქვთ ამის შესახებ, მაგრამ მათ ხომ ძალიან ცოტა დრო დარჩათ, ისინი ხომ ცხოვრების ბოლო წუთებით ტკბებიან. ის არ უნდა გაუკეთო სხვას რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ … დავფიქრდეთ იმაზე , როცა ჩვენ ვიქნებით მოხუცები როგორ მოგვექცევა ახალი თაობა …როცა ამ პოსტს ვწერდი ჩემი ძმა მოვიდა და ერთი სასაცილო ისტორია მომიყვა შევეცდები დაახლოებით მაინც მოგიყვეთ :
ოჯახში დედა, მამა და შვილი სადილობდნენ ბებია კი გომურში (ღორის საჭმელ ჭურჭელში) იყო და იქ მიირთმევდა თავის განკუთვნილ საჭმელს … შვილმა ჰკითხა მამას , თუ რატომ ჭამდა ბებია იქ მამამ კი უთხრა , რომ ბებია უკვე მოხუცი იყო , მაშინ ბიჭი ადგა გარეთ გავიდა და თვითონაც დაიწყო ხისგან ამ ჭურჭლის გამოთლა, როდესაც მამამ ჰკითხა თუ ,რატომ აკეთებდა ამას მან უთხრა, რომ მშობლებიც მალე დაბერდებოდნენ და მათ უმზადება :დ
ამიტომ დამიჯერეთ ჩვენ ყველას ცუდი ბედი გველის თუ მოხუცებზე ვიძალადებთ …
მე არ მესმის როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი არსებები არ დავაფასოთ
მე ♥ მოხუცები !!!
კომენტარის დატოვება