ძალიან ბევრი კრიმინალის ბიოგრაფიის შესახებ წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათი ოჯახიდან დაიწყო ეს ყველაფერი მაგ: რუსი კრიმინალის ბორის გუსაკოვის კრიმინალად ჩამოყალიბება ოჯახიდან დაიწყო , მასზე წერენ რომ დაიბადა ალკოჰოლიზმით დაავადებულ ოჯახში ამიტომ მასაც გამოყვა სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემები . სწორედ აქედან დაიწყო მისი კრიმინალად ჩამოყალიბება .ასევე დაიწყო ანდრეი ჩიკატილოს ცხოვრებაც ოღონდ განსხვავება ის იყო რომ იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა .
ყველაზე მეტად კი გამაკვირვა კრიმინალმა ოჯახმა რომლის დანაშაულებში არასრულწლოვანი ბავშვებიც კი მონაწილეობდნენ . ისინი თავს ასაღებდნენ მკურნალებად და მსხვერპლს სახლში იტყუებდნენ . სახლში ჰქონდათ ერთი ოთახი, რომელსაც ტიხარი ჰქონდა , ერთ მხარეს მდიდარი ადამიანები შეჰყავდათ მეორე მხარეს კი ღარიბები . ჩასვავდნენ სავარძელში უკნიდან კი ოჯახის სხვა წევრები ხშირად კი ბავშვები ბლაგვ საგანს არტყავდნენ და კლავდნენ … შემდეგ ძარცვავდნენ და ამავე სახლის ბაღში მარხავდნენ … (ძალიან მაინტერესებს პოლიცია არ იყოო ? როცა უჩინარდებოდნენ ეს ადამიანები არავინ იძიებდა ამ საქმეს? )
მაგრამ ბოლოს წავიკითხე ამ “ზღაპრის” დასასრული .
1873 წლის გაზაფხულზე, ბენდერების სასტუმროში გაჩერდა დოქტორი უილიამ იორკი. გამომგზავრებამდე დოქტორმა იორკმა თავის ძმას დაუბარა რომ ბენდერების სასტუმროში გაჩერებას აპირებდა.
1873 წლის 4 მაისს მას შემდეგ რაც დოქტორი იორკი სახლში არ დაბრუნდა, მისი ძმა პოლკოვნიკი იორკი მივიდა ბენდერების სასტუმროში და თავისი ძმა იკითხა, ბენდერებმა უპასუხეს რომ ის არ გაჩერებულა მათთან და შესაძლოა ის გზად ინდიელებს გადაყროდა. პოლკოვნიკისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა ბენდერების ვერსია და მან სასტუმროში სადილად დარჩენა გადაწყვიტა.
სადილის შემდეგ პოლკოვნიკმა იორკმა ოთახში, ძირს დაგდებული ოქროს მედალიონი შენიშნა, როდესაც მან მედალიონი გახსნა იქ მისი ძმის ქალიშვილისა და მეუღლის სურათი ნახა. პოლკოვნიკი ჩუმად გაიპარა და მეორე დილას დაბრუნდა შერიფის და რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, მაგრამ ბენდერები იქ აღარ დახვდათ, ისინი გაიქცნენ.
ჩხრეკის შედეგად ბენდერების მიწაზე აღმოაჩინეს 12 გვამი.
კომენტარის დატოვება